თანამედროვე ფერმერებისთვის

სოფლის მეურნეობის მთავარი შემოქმედები, ფერმერები არიან. ისინი ქმნიან პროდუქციას, რაც ჩვენი ყოველდღიური საკვები რაციონია.


გლობალური კლიმატის ცვლილებები და მუდმივად მზარდი მოსახლეობის რაოდენობა სოფლის მეურნეობისთვის დიდი გამოწვევაა. საჭიროა უფრო მეტი და უფრო ხარისხიანი პროდუქციის წარმოება.


თანამედროვე ტექნოლოგიები და თანამედროვე პროდუქცია მცენარისა და ნიადაგის მაქსიმალური პოტენციალის გამოყენების საშუალებას იძლევა.


ერთია თანამედროვე პროდუქციის ქონა და მეორე მისი სწორად გამოყენება, ამიტომ გარდა თანამედროვე პროდუქციისა ფერმერებს ვუზიარებთ ჩვენს 18 წლიან გამოცდილებას, მაქსიმალური შედეგების მისაღებად.

ჩემი ურთიერთობა სოფლის მეურნეობასთან და ბუნებასთან ბავშვობიდან იწყება. ბუნების სიყვარული ჩამინერგა ჩემმა ბაბუამ, ასევე დიმიტრი ბანკანაშვილმა, რომელიც 80-90-იან წლებში სოფლის მეურნეობაში ინოვაციური მიდგომებით გამოირჩეოდა...

დიტო

იხილეთ მეტი
22 წლის წინ, ღვინის მწარმოებელ კომპანიაში, მეღვინეობაში ხარისხის კონტროლის სპეციალისტად ვმუშაობდი. სწორედ მაშინ მივხვდი, რომ ღვინო მარნიდან კი არა ვენახიდან იწყებოდა და მალევე გადავინაცვლე მევენახეობის განყოფილებაში...

შორენა

იხილეთ მეტი
ჩემი ურთიერთობა სოფლის მეურნეობასთან, ალბათ, ჩემი დაბადებიდანვე დაიწყო. მამა ფერმერია, შესაბამისად, ამ სფეროსთან შეხება ადრეული ასაკიდანვე მქონდა. ახლა კი მეც მის კვალს მივყვები. სოფლის მეურნეობაში არ არსებობს მოსაწყენი დღე ან დღე, რომელიც რაღაც ახალს არ მასწავლის. ყოველი დღე განსხვავებული, საინტერესო და დატვირთულია...

სოსო

იხილეთ მეტი
"ჩემი საქმიანობა სოფლის მეურნეობაში დაახლოებით 2000 წელს დაიწყო. თავდაპირველად ცხოველთა ფერმა მქონდა, მიწებზე კი ქერი და სიმინდი მომყავდა. 2007 წელს მეთხილეობა გადავწყვიტე, ჩავყარე პირველი თხილის ბაღი, რომელიც ახლა უკვე 14 ჰექტარზეა გაშენებული...

ოთარი

იხილეთ მეტი
სოფლის მეურნეობაში ფეხი მამაჩემის გამო შემოვდგი. უამრავი დაბრკოლების მიუხედავად, რომელიც ამ სფეროში შეხვდა, ის მთელი ცხოვრება ცდილობდა წარმატებული ფერმერი ყოფილიყო. მე კი მიზნად დავისახე მისი საქმე ღირსეულად გამეგრძელებინა...

მირიანი

იხილეთ მეტი

ჩვენი პარტნიორები, თანამედროვე ფერმერებისთვის!