ოთარ კობერიძე

11.07.22 05:49 AM Comment(s) By აგროსფერო

მთავარი

"ჩემი საქმიანობა სოფლის მეურნეობაში დაახლოებით 2000 წელს დაიწყო. თავდაპირველად ცხოველთა ფერმა მქონდა, მიწებზე კი ქერი და სიმინდი მომყავდა. 2007 წელს მეთხილეობა გადავწყვიტე, ჩავყარე პირველი თხილის ბაღი, რომელიც ახლა უკვე 14 ჰექტარზეა გაშენებული. 


ჩემი საქმიანობა ყველაზე დატვირთული კრეფის პერიოდშია. ამ დროს დღე დილის ხუთ საათზე იწყება, როდესაც თანამშრომლები მოდიან და თხილს ვკრეფთ. შემდეგ მას ვწონით, ვშლით ზედაპირზე, ყოველდღიურად ვაბრუნებთ და ბოლოს ვარჩევთ. გარჩეული თხილი კი უკვე შესანახად ან გასაყიდად მიემგზავრება.


აგროსფერო ხარისხიანი პროდუქციითა და მომსახურების მაღალი დონით გამოირჩევა. ჩვენს ფერმაში თითქმის ყოველდღე მოდის აგროსფეროს წარმომადგენელი, ამოწმებს ბაღს და შემდეგ შესაბამის პროდუქტთან დაკავშირებით გვიწევს კონსულტაციას.

როდესაც ფერმერი მიწასთან ურთიერთობას იწყებს, პირველ რიგში, აუცილებელია მიწის ანალიზი, რადგან მხოლოდ ამის მიხედვით შეგვიძლია ვიმსჯელოთ იმაზე, თუ რა ტიპის სასუქი შემოვიტანოთ და როგორ გავაგრძელოთ მუშაობა. თანამედროვე ფერმერიც სწორედ ისაა, რომელიც ყველა ეტაპზე ცდილობს სამუშაოს თანამედროვე გზებით მიუდგეს.

როდესაც ფერმერი ხარ და მიწას ამუშავებ, აუცილებელია არაფრის შეგეშინდეს და განვითარებასა და თანამედროვე ტექნოლოგიებს ფეხი აუწყო – მიწის ანალიზით დაიწყო და მეურნეობის ყველა ეტაპზე შესაბამისი პროდუქტი გამოიყენო. ეს კი წარმატების შანსებს ერთი ორად ზრდის." - ოთარ კობერიძე, თანამედროვე ფერმერი


მთავარი